02:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 10:26:00, 2303 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო-სათხილამურო უსაფრთხოების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს.

შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის პოლიციის ატაშე კარლჰაინს გორტანო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთო პოლიციის ხელმძღვანელი ჰანს ებნერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, სწავლების მიზანია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სხვადასხვა დანიშნულების სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა საჩუქრად გადასცეს.

ტრენინგის დასასრულს, მინდია ლორთქიფანიძემ ავსტრიულ მხარეს მხარდაჭერისა და სამთო-სათხილამური სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics