|
2017-02-24 16:09:34, 1650 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა კოსტა რიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით კოსტა-რიკას რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალეხანდრო სოლანო ორტისთან შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა საქართველოსა და კოსტა რიკის საგარეო უწყებებს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი მიმოიხილეს, ისაუბრეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების დიდიპოტენციალი, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ კოსტარიკელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა 2018-2021 წლის ვადით გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურიმდივნობის პოსტზე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებასდა ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)