04:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 13:54:23, 2651 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფი“ არასამთავრობო სექტორთან ერთად სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე იზრუნებს

კორპორაციული სიციალური პასუხისმგებლობის კამპანიის „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ ფარგლებში „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მეტად გააქტიურებას გეგმავს.

"ვისოლ ჯფუგი" ყველაზე მოთხოვნად ვაკანსიებზე კადრების შერჩევისას პრიორიტეტს მათ ბენეფიციარ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს მიანიჭებს. 

როგორც „ვისოლის“ გენერალურმა  დირექტორმა ვასილ ხორავამ აღნიშნა, „ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე დინამიურ განვითარებას განაგრძობს, შესაბამის კომპანიას მუდმივად აქვს მოთხოვნა ადამიანურ რესურსებზე, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან. 

„ამ კუთხით მზად ვართ ვითანამშრომლოთ არასამთავრობო სექტორთან, რომელთა ბენეფიციარებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომელთათვისაც დასაქმება უკიდურესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ კადრების შერჩევის პროცესში მათ პრიორიტეტს მივანიჭებთ და შესაძლებლობას მივცემთ გახდნენ საქართველოში გამორჩეულად წარმატებული კამპანიის გუნდის წევრები და ახალი ცოდნებითა და კამპეტენციებით, განვითარებისა  და დაწინაურების შესაძლებლობებით შეიქმნან უკეთესი მომავალის პერსპექტივა“,-განაცხადა ხორავამ. 

„სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა), „ვორლდ ვიჟენი“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მიგრაციის ცენტრი“, DVV International, „ჩვენი სახლი-საქართველო“, „განათლების, დასაქმებისა და განვითარების ცენტრი“, „ათინათი“, „აფხაზინტერკონტი“, „ქვიშის საათი“, „ცხოვრების შანსი“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“ მხოლოდ ნაწილია იმ არასამთავრობო ორგანიოზაციებისა, რომელთანაც „ვისოლი“ ახალი ადამიანური რესურსების მოძიებისას აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. 

ცნობისთვის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. 
„ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics