|
2017-02-21 12:05:07, 1724 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
აბაშიძე: რუსეთის გადასაწყვეტია, როგორ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, როგორ სავიზო რეჟიმს აირჩევს ის საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორც აბაშიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლავროვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ-კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკევის, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებით სრულიად მიუღებელია. „გავეცანით ლავროვის კომენტარს საქართელოს მოქალაქეებისთვის რუსეთის სავიზო რეჟიმის თაობაზე. კერძოდ, მან სავიზო რეჟიმის გაუქმება დააკავშირა რუს და ქართველ სამართალდამცველებს შორის თანამშრომლობასთან. ასევე, გარკვეულწილად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ. კერძოდ, 2015 წლის ბოლოს პერზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ იდგა საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ იგეგემებოდა არა სავიზო რეჟიმის გაუქმება, არამედ მისი გამარტივება, რაც შემდეგ მართლა მოხდა. ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მუშაობა სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით. ამჯერად ლავროვმა ამ თვალსაზირისთ ახალი ელემენტები გააჟღერა. ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 2011 წლიდან გააუქმა სავიზო მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამან გამოიწვია ის, რომ ასეთივე გადაწყვეტილება იყო მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც და ამან გამოიწვია ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ამიტომ ბატონი ლავროვის სიტყვები, რომ სამხრეთ-კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკევის, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებით არანაირად არ არის მისაღები. თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია 2000 რუსეთის მოქალაქე. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, რანაირ სავიზო რეჟიმს აირცევს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა აბაშიძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)