|
2017-02-18 21:42:54, 2251 ნახვა
სამართალი
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე: შეიძლება ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე პირის მკვლელობა
აქ შეიძლება ყოფილიყო ერთი პირის მკვლელობა ან რამდენიმე პირის, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა და დეტალების გაჟღერებისგან, პროკურატურა ამ ეტაპზე თავს იკავებს, საქმეში მონაწილე პირების უსაფრთხოებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. სასულიერი პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს პროკურატურა თავს იკავებს. "ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა და შესაბამისად, ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მართლაც იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა. აქ შეიძლება ყოფილიყო ერთი პირის მკვლელობა ან რამდენიმე პირის. ერთი პირი იდენტიფიცირებულია და მითითებულია შესაბამის დოკუმენტებში, რომლის ვინაობაზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ. მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ გამოძიების, მათ შორის პროკურატურის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებებით, თავიდან იქნა აცილებული ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მკვლელობა. საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა ბრალდებულ გიორგი მამალაძისგან თავიდან იქნა აცილებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ამ ეტაპზე ვერსიების დასახელება ხელის შემშლელი იქნება გამოძიებისთვის. გამოძების ეტაპზე შესაძლოა გამოჩნდეს მრავალი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამა თუ იმ ვერსიის დასადასტურებლად“, - განაცხადა პროკურორის პირველმა მოადგილემ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)