|
2015-04-01 13:16:07, 432 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: არავის მივცემ უფლებას, ფედერაციების საქმიანობაში ხელი აფათუროს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ყიფიანი ამბობს, სხვადასხვა ფედერაციების საქმიანობაში ჩარევის უფლებას არავის მისცემს. "საუბარი მქონდა პრემიერთან, ვესაუბრე ვიცე-პრემიერს, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ მუშაობას.არასდროს არ მივცემ უფლებას, ვინც არ უდნა იყოს ეს- პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი, თუ სხვა, ხელი აფათუროს სხვადასხვა ფედერაციების საქმიანობაში და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც დაიცავს იმას, რითაც ჩვენ მოვედით და საზოგადოებას პირობა მივეცით, რომ არ ჩავერევით ფედერაციების საქმიანობაში",-განაცხადა ლევან ყიფიანმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანის მუშაობა გააკრიტიკეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)