|
2017-02-16 15:05:41, 2012 ნახვა
ეკონომიკა
2016 წელს საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 13.1%-ით გაიზარდა
2016 წელს საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 692.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13.1%-ით მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, 2015 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტში 4%-იანი კლება აღინიშნა, ხოლო უარყოფითი სალდო აგროსასურსათო სექტორში 25%-ით შემცირდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მზარდი გახდეს. „მნიშვნელოვანია ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დადებითისკენ ცვლილების ხელშეწყობა. ჩვენ ვზრდით წარმოებას აგრარულ სექტორში, ხელს ვუწყობთ წარმოების ერთიანი ჯაჭვის განვითარებას, პირველადი წარმოების პროდუქციისათვის დამატებული ღირებულების შექმნას. ეტაპობრივად, ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი მიეწოდება და ექსპორტის მაჩვენებლები იზრდება“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2016 წელს ძირითადი საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტები იყო: თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალი, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. 2016 წელს: სპირტიანი სასმელების ექსპორტმა, 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს; ღვინის ექსპორტმა 113.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს; ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 36.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.3%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს; თევზის ფქვილის ექსპორტმა 15.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს; ბოსტნეულის ექსპორტმა 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. გაუმჯობესებულია ასევე აგროსურსათის ექსპორტის დივერსიფიცირების მაჩვენებელი, როგორც საექსპორტო ბაზრების, ასევე საექსპორტო პროდუქტების მრავალფეროვნების კუთხით. 2016 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი დაფიქსირდა 88 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ხოლო 2015 წელს - 79 ქვეყანაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წელს 12.1 მლნ აშშ დოლარით (5.8%) გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულება. ზრდა ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, თხილის ფქვილის, ყურძნის ნატურალური ღვინოების და მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის მაჩვენებლის მატებამ. ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ერაყში, სადაც ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 2016 წელს 37.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 6.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 2015 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი რუსეთში (18.3 მილიონი აშშ დოლარით), უკრაინაში (13.9 მილიონი აშშ დოლარით), საფრანგეთში (11.4 მილიონი აშშ დოლარით) და სომხეთში (10 მლნ აშშ დოლარით). (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)