20:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 17:40:36, 3041 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: ამერიკული სპეცსამსახურები მედიასთან უკანონოდ თანამშრომლობენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროდან და/ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან თანამშრომლები New York Times-ს და WASHINGTON POST-ს ინფორმაციას უკანონოდ აწვდიან, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე წერს.

პრეზიდენტი New York Times-ს და WASHINGTON POST-ს „შეთქმულების თეორიის“ გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ეს რუსეთთან ურთიერთობები- ნონსენსი და იმის მცდელობაა, რომ ჰილარი კლინტონის მიერ სარჩევნო კამპანიის დროს დაშვებული უამრავი შეცდომა გადაფაროს“, - წერს ტრამპი.

ამასთან,  ის CNN-ისა და MSNB-ის საინფორმაციო გამოცემებსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი ყურება უკვე შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მრჩეველ მაიკლ ფლინსა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა. ამერიკელმა გენერალმა თანამდებობდა გუშინ დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics