05:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 20:48:46, 2895 ნახვა

სხვადასხვა
შუახევის დასახლებულ პუნქტში 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დაბა შუახევში 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)  თეა გოდოლაძემ განუცხადა, ეპიცენტრი სოფელ ლომანაურში იყო. 

მისივე ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. 

„ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა არ არის, რომ რაიმეს ნგრევა გამოეწვია. ეს არის მხოლოდ შეგრძნებადი მიწისძვრა“, –აღნიშნა გოდოლაძემ. 

„ექსპრესნიუსი“ შუახევის გამგებელს ტარიელ ებრალიძესაც დაუკავშირდა.

ტარიელ ებრალიძემაც დაადასტურა,  რომ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

„როგორც ვიცი რაიმე ნგრევას ადგილი არ ჰქონია,ამ ეტაპზე  ინფორმაციას ვაზუსტებთ. მაგრამ, ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა იყო, რომ არ მგონია ნგრევა გამოეწვია“, – აღნიშნა ებრალიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics