|
2017-02-13 10:15:34, 2145 ნახვა
სამართალი
ანზორ ჩუბინიძე მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ადასტურებს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დაკავების ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ ჩუბინიძემ კომენტარი ბერლინში გააკეთა, სადაც პატრიარქის უსაფრთხოებას იცავს.ჩუბინიძე სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დაკავებულ სასულიერო პირს მამა გიორგი მამალაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შუფარდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. თუმცა, სავარაუდო ვერსიად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავების სპეცოპერაცია აეროპორტში პარასკევს, გამთენიისას ჩატარდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის ბერლინში მიეგმზავრებოდა, პატრიარქთან. საგამოძიებო უწყებებში მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)