|
2017-02-10 18:29:59, 2639 ნახვა
სამართალი
გოცირიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს
საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს, - ამის შესახებ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მანანა კობახიძის წყალობით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერასდროს მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც მოსმენებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციური და უკანონო კანონი შეაჩერა. “პარლამენტი ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, რა თქმა უნდა, ინიცირებულ კანონპროექტს მიიღებს. ჩვენ დაგვეკარგა ბოლო შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთივე გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც წინა კანონზე მიიღო. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასამართლოში დაბანაკებული პირების მიერ განხორციელებული რევოლუციის შედეგად. ჩვენ რევოლუციონერი მოსამართლეები გვყოლია! საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)