|
2015-03-31 15:54:26, 449 ნახვა
პოლიტიკა
ტარიელ ლონდარიძე: გულდასაწყვეტია, რომ პრეზიდენტის გამოსვლისას პარლამენტში ხელისუფლების სკამები ცარიელია
"აღსანიშნავია დღეა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფება, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ხელისუფლების სკამები ცარიელია და ისინი ამ გამოსვლას არ ესწრებიან",-ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა რეგიონების" თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძემ პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის წევრების არ დასწრება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, არამედ იმ მოქალაქეების უპატივცემულობაცაა, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა. "აღსანიშნავი დღეა, რომ პრეზიდენტი იმყოფება ჩვენთან პარლამენტში, მაგრამ გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ამ გამოსვლას არ ესწრება ხელისუფლება და ხელისუფლების სკამები ცარიელია.ეს ჩემთვის არის მიუღებელი და გამოხატავს უპატივცემულობას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, პარლამენტის მიმართ და ეს არ არის მარტო უშუალოდ პრეზიდენტის, ან პარლამენტის წევრების მიმართ უპატივცემულობა, არამედ არის იმ საზოგადოების, იმ მოქალაქეების უპატივცემულობა, რომლებმაც აირჩიეს პირდაპირი წესით პრეზიდენტი და აგვირჩია თითოეული ჩვენთაგანი და წარმოვადგენთ ქართულ საზოგადოებას. ამ ყველაფერს დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი კრა ",-განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)