|
2017-02-09 12:04:39, 1988 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელიას თქმით, მმართველი გუნდის წინადადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესლიას განცხადებით, მმართველი გუნდის წინადადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია. "იქნება სამი გასაღები, ერთი სუსის დაქვემდებარებულ სიპში, მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, მესამე კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, რომელიც მხოლოდ კონტრადაზვერვის შემთხვევაში ჩაერთვება. დამოუკიდებელი სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ მინისტრი, ხოლო მასზე კონტროლს 5 უწყება განახორციელებს,"- განაცხადა ბესელიამ. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ არასამთავრობოების შემოთავაზება დამოუკიდებელი საააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს შეიცავდა. პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონი მარტის ბოლომდე უნდა შეცვალოს, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა. ცნობისთვის, მართველი გუნდი მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს მიმდინარე კვირის სესიაზე წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)