|
2017-02-08 14:55:56, 2079 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკუჩავა: თქვენი პრიორიტეტია, ივანიშვილის კეთილდღეობა, რომ მას ის ხე ჰქონდეს სახლში, რომელიც სურს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არა მხოლოდ ეკონომიკურად წამგებიანია, არამედ პოლიტიკურადაც ძალაინ სერიოზულ საფრთხეებს მოიცავს. „“გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება აწყობს მხოლოდ ერთ ადამიანს და მის ხელქვეითს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თვითონ აქციონერია გაზპრომში, რა თქმა უნდა, და მის ხელქვეით კახა კალაძეს, რომელმაც სავარაუდოდ, ფული გააკეთა ხელშეკრულებიდან. ეს დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ნათელია და ძალიან მიკვირს, რომ ამ დარბაზში არავინ შეშფოთებას არ გამოხატავს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც იზრდის ხელფასებს, დანამატებს, პრემიებს, ქრთამებს ისტუმრებს ბიუჯეტის სახსრებით, მაგრამ დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და ჯარს უმცირებს დახმარებას და ბიუჯეტს, რადგან თქვენი პრიორიტეტი არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის კეთილდღეობა, ის, რომ მას ის ხე ჰქონდეს სახლში, რომელიც სურს“,-აღნიშნა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)