21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 11:54:47, 1733 ნახვა

პოლიტიკა რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის  განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა სამხარაძე, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტში, ასევე, იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი. შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics