|
2017-02-03 11:41:49, 2035 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებს“ - ენმ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსამართლეები მანკიერ სისტემაზე ღიად საუბრობენ "ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო გააუქმოს და ყოველივე ამის შემხედვარე, დუმილი დაუშვებელია. ყველა პროფესიულ ჯგუფს, პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ გავერთიანდეთ. მოსამართლეების დასაცავად კონსოლიდაციაა საჭირო“, - განაცხადა მელიამ. ამასთან, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. „კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს, ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან, უკვე ნათლად არის ის მოცემულობა, როდესაც ის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია. ამიტომ, გომელაურს უფლება არ აქვს იმ უწყების ხელმძღვანელი იყოს, რომელიც მოსმართლეებზე ღია ზეწოლას ახორციელებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პრეზიდენტს მიმართა და მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში, მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. შეგახსეენბთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)