|
2017-02-02 19:01:43, 2126 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ალბათ, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უნდა დაიწყოს უვიზო მიმოსვლა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საზოგადოებას ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მხარდაჭერა მიულოცა. “ მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს ეს გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროცესში, პარალელურად ჩვენი პოლიტკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის, რომელიც საკმაოდ დინამიურად სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ“,-განაცხადა დოლიძემ. მანვე, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დარჩენილი შემდგომი პროცედურებიც განმარტა: „რაც შეეხება პროცედურას, დარჩა აბსოლუტურად ტექნიკური პროცედურა. ევროპარლმენტმა დღეს საბოლოო პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს. ალბათ, მომავალი თვე -თვენახევრის განმავლობაში საბოლოოდ დასრულდება პროცესი, რომელიც მოიცავს ხელმოწერას დოკუმენტისას. უნდა მოხდეს სამმხრივი ხელმოწერა დოკუმენტის, რომელიც ქვეყნდება ევროპარლამენტის ე.წ. საკანონმდებლო მაცნეში და 20 დღის შემდეგ, როცა იგ შევა ძალაში, იწყება ავტომატურად უვიზო მიმოსვლა“,-განმარტა ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)