|
2017-02-02 17:21:10, 1985 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს და წინა ხელისუფლებებს
„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას. მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მე მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის. ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)