|
2017-02-02 14:29:42, 2184 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიკი მაიერი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით ორგანიზებულ დანაშაულს გზას გავუხსნით
ევროპარლამენტში ნიდერლანდების წარმომადგენლის ვიკი მაიერის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით ევროპა ორგანიზებულ დანაშაულს გაუხსნის გზას. როგორც მაიერმა პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, მისი პარტია ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგია. „ვიზალიბერალიზაციის წინადადება, რომელიც ბრიუსელმა შესთავაზა ქვეყანას, პრობლემას უქმნის ევროპას. ჩვენ ახლა გავუხსნით გზას ორგანიზებულ დანაშაულს ამ ქვეყნიდან და არ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება მსგავს სიტუაციაში. ქართველი კრიმინალები გერმანიაში უფრო და უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. როდესაც ევროკავშირში ადამიანები ჩამოდიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამგვარი შესაძლებლობები, ჩემი პარტია მხარს უჭერს უსაფრთხოების საკითხს ევროკავშირში და ამიტომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგი ვარ“, - განაცხადა ვიკი მაეიერმა. ნიდერლანდების გარდა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დეპუტატიც. კენჭისყრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაიწყება. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)