|
2017-02-02 13:02:38, 1810 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ყველა იმ სიკეთეს ვთავაზობთ, რაც ევროპასთან ინტეგრაციას მოაქვს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ პოლიტიკური კურსის გზაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, სუბარის თქმით, საქართველოს მთავრობა მათ მიმართ სრულიად გახნილები არიან და ყველა იმ სიკეთეს სთავაზობს, რაც ევროპასთან ინტეგრაციას მოაქვს: „დღეს ერთ-ერთი საკითხი, რასაც განვიხილავდით იყო ის, როგორ უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები. როცა საუბარია სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვაზე, ვფიქრობთ, უფრო მარტივი პროცედურები უნდა შევიმუშაოთ. ასეთი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. თებერვლის ბოლოს მაქვს შეხვედრა აფხაზურ მხარესთან. უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ გახსნილი პოლიტიკის შედეგია, რომ ასეულობით ნეშტი იქნა იდენტიფიცირებული. ამით აფხაზეთის მხარე ბევრად ნაკლებს იღებს, მაგრამ მოდიან ამ ნაბიჯზე ღიად. უყურებენ ამას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)