|
2017-02-02 12:04:58, 1848 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დარწმუნებული ვართ, დღეს მივიღებთ მხარდაჭერას ევროკავშირის ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფისგან
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის პარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი მტკიცედ და ერთსულოვნად დაუჭერს მხარს საქართველოსთან ვიზალიბერალიზააციის საკითხს. “დღეს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ველოდებით ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან, დარწმუნებული ვართ, ევროკავშირის პარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი მტკიცედ და ერთსულოვნად დაუჭერს მხარს საქართველოსთან ვიზალიბერალიზააციის საკითხს. ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მოგეხსენებათ, ძალიან ბევბრი რეფოერმა განვახორციელეთ, რათა საქართველოს მთავრობა და ქვეყანა გამხდარიყო სანდო პარტნიორი ევროკავირისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. გასულ წელს, მიუხედავად არასახაბიელო ფონისა, საქართველომ, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა დიპლომატიამ შეძლო დარწმუნება ჩვენი პარტნიორების, როგორც პოლიტიიკოსების ისე,წევრი ქვეყნების, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის.შედეგად, დარწმუნებული ვართ, დღეს მივიღებთ ამ მხარდაჭერას ევროკავშირის ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფისგან “,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას უყრის კენჭს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)