|
2017-01-31 11:59:40, 1849 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ზვიად ქაწაშვილი: გრძელდება სამუშაოები, რათა უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყოს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროდან“ სეიფებში არსებული ოქროს გამოტანა მიმდინარეობს. როგორც ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ყველაფერს აკეთებს. „კერების დაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ჩვენ გუშინ უკვე ლოკალიზებული ხანძრის შედეგად არ მოგვეცა საშუალება შენობაში შესვლის. ადგილზე იყვნენ სპეციალისტები მოსული, რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის სამხარაულის ექსპერტები, რომლებმაც მეხანძრე მაშველების ტერიტორიაზე შეყვანის უფლება არ მოგვცეს, რის გამოც, იქ დარჩენილი პატარა კერების დაქრობა ვერ მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში 11 სახანძრო ეკიპაჟი, 80-ზე მეტი მაშველი ხანძრის ლიკვიდაციაზე მუშაობდა. ამ წუთებშიც არის რამდენიმე კერა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე საათში იქნება ლიკვიდირებული“, - განაცხადა ქაწაშვილმა. მისივე თქმით, მერიას შენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა შესაბამისი სამსახური კონტროლზე ჰყავს აყვანილი. „მათი დაქირავებული კომპანია აწარმოებს შენობის გამაგრებით სამუშაოებს. ხალხის შეყვანა და გადარჩენილი საქონლის შენობიდან გამოტანა უკვე დაიწყო“, - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)