|
2017-01-30 16:15:32, 2328 ნახვა
სამართალი
სასამართლოში ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინაროებს. პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაკავებულის ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატიც დაეთანხმა. პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე კი, მისივე თქმით, შესაძლებელია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაირღვეს. ამასთან, პროკურორმა სხდომის დახურვის ერთ-ერთ არგუმენტად დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლის ინტერესი დაასახელა. რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ბექა შენგელიას ადვოკატის პოზიციას, ის აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, საქმეზე საზოგადოების დიდი ინტერესია და პროცესების განხილვა საჯარო უნდა იყოს. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით მიმდინარეობს.საქალაქო სასამართლო დამამძიმებელ გარემოებებში ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს განიხილავს. საქმე ორ ნაწილად არის გაყოფილი. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა" იყო. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 6 ნოემბერს შეუფარდა.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)