|
2017-01-28 11:06:56, 3137 ნახვა
მსოფლიო
აშშ დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, კრძალავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს. როგორც ტრამპმა განაცხადა, „ეს არის ქვეყნის დაცვა უცხოელი ტერორისტების ჩამოსვლისგან“. ამასთან, პრეზიდენტის განკარგულებაში განსაზღვრულია დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) იქნება შესაძლებელი და ეს რაოდენობა 50 000-ით არის განსაზღვრული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, შტატებმა უკვე 30 000 დევნილი მიიღო. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს. დონალდ ტრამპის განკარგულებით, შემოღებული იქნება აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდება აშშ-ში შესულების კონტროლის ბიომეტრული სისტემის ამოქმედება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)