|
2017-01-24 23:52:52, 2808 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღე - 20 იანვარი ეროვნული პატრიოტიზმის დღედ გამოაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღე, 20 იანვრარი პატრიოტიზმის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ Washington Post-ი იუწყება. მათი ინფორმაციით, დოკუმენტი ფედერალურ მთავრობას უკვე გადაეცა, რათა 20 იანვარი ოფიციალურად გამოცხადდეს პატრიოტიზმის დღედ. როგორც ტრამპის განცხადებაშია აღნიშნული, პატრიოტიზმის დღე ცხადდება იმისთვის, რომ შტატებში გამყარდეს ერთმანეთთან კავშირები და განახლდეს "მთავრობის მოვალეობები ხალხისადმი". "მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილებით 2017 წლის 20 იანვარს ეროვნული პატრიოტიზმის დღედ ვაცხადებ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გავამყაროთ ერთმანეთთან კავშირები და განვაახლოთ მთავრობის მოვალეობები ხალხისადმი. ჩვენი კონსტიტუცია დაწერილია პერგამენტზე, მაგრამ ის ცოცხლობს ამერიკელი ხალხის გულში. არ არსებობს თავისუფლება იქ, სადაც ხალხი არ ენდობა მას, იქ არ არსებობს თავისუფლება, კანონი არ არსებობს იქ; სადაც ხალხი არ მისდევს მას და არ არსებობს მშვიდობა იქ, სადაც ხალხი არ ლოცულობს მისთვის“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)