09:44 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 23:45:42, 1508 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებული საქმე პოზიტიურად გადაწყდება

საქართველოს ექსტრადიცია მოახდინა ივანიშვილმა რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი, რისი გადაცემაც შეიძლებოდა, ყველაფერი რის გაკეთებაც შეიძლებოდა საქართველოს არაკეთილმოსურნის მიმართ, ყველა ჟესტი არის გაკეთებული, მათ შორის, ისეთი, რომელსაც არცერთი თავმოყვარე ერი არ აკეთებს.

სააკაშვილის განცხადებით, გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებული საქმე პოზიტიურად გადაწყდება. მისივე განცხადებით, საქართველოს უნდა გამოეძიებინა ყველა ის ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება 2008 წლის ომს. როგორც მან აღნიშნა, ისინი იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში სასამართლოსთან და ჰქონდათ ძალიან კარგი საქმიანი თანამშრომლობა. შემდეგ კი მოვიდა წულუკიანი, ხელოვნურად შეწყვიტა,გამოძიების პროცესი და იგი მთლიანად სასამართლოში გადააგდო.

„სანამ სიმართლეს დაადგენენ სასამართლოში, თვითონ მხარეები იძიებენ ამას. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და საქართველოს უნდა გამოეძიებინა ყველა ის ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება 2008 წლის ომს. ჩვენ ვიძიებდით და ვიყავით მუდმივ კომუნიკაციაში სასამართლოსთან და გვქონდა ძალიან კარგი საქმიანი თანამშრომლობა. შემდეგ მოვიდა წულუკიანი, ხელოვნურად შეწყვიტა, პრაქტიკულად, გამოძიების პროცესი და ეს პროცესი გადააგდო მთლიანად სასამართლოში. პირად საუბრებში და შეხვედრებზე ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წულუკიანი ყველგან სრულიად ნათლად მიუთითებდა, რომ ქართულ მხარეს აკისრია დანაშაული, ქართული მხარე უნდა იქნას ბრალდებული,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics