|
2017-01-24 16:59:23, 1415 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველო ძალიან მალე მიიღებს
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველო ძალიან მალე მიიღებს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ჰანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაიმსახურეს. "საქართველოს შეასრულა ყველა პირობა და ამის აღიარება აუცილებლად მოხდება. ქართული მისწრაფებების საპასუხოდ ევროკავშირის ამ მიმოსვლას აუცილებლად დააწესებს. ამ საკითხში ვართ დარწმუნებული და მომავალ 2-3 თვეში უკრაინა და საქართველო აუცილებლად მიიღებენ უვიზო მიმოსვლის უფლებას. მე ამას ვხედავ, როგორც ევროკავშირის ვალდებულებას, რომ შეასრულოს დაპირებები. ჩვენ შევთანხმდით კრიტერიუმებზე და ორივე ქვეყანამ ეს პირობები შეასრულა", - განაცხადა ჰანმა. ამასთან, ჰანის თქმით, არსებობს უამრავი გზა, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს. "ჩვენ ვხედავთ ევროპაში ქართული ექსპორტის ზრდას. გვავქს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. უკვე ვნახეთ თანამშრომლობის ეფექტი. ყველა ხედავს, რომ არსებობს უამრავი გზა, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს", - აღნიშნა ევროკომისარმა. იოჰანეს ჰანმა ზუსტი თარიღების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ბოლო ეტაპებია გასავლელი. "ყველაფერი ძალიან რეალისტურად ვითარდება. ბოლო პროცედურებია გასავლელი. უვიზო მიმოსვლამდე 2-3 თვეა დარჩენილი", - განმარტა იოჰანეს ჰანმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 2 თებერვალს უყრის.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)