23:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 10:20:24, 2575 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმოს შექმნას აპირებს

საქართველოს მთავრობა პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში
 კიდევ 2 ახალი საწარმოს შექმნას აპირებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობა რამდენიმე მიმართულებით ეხმარება დამწყებ ბიზნესს, ეს გახლავთ სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასად გადაცემა, ეს გახლავთ სესხის სუბსიდირება, სტარტაპის, ანუ დაწყებით პერიოდში 2 წლის განმავლობაში და ეს გახლავთ კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ 2 საწარმო იქმნება, ერთ-ერთი მათგანი 3 ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს და ეს არის საშენი მასალების საწარმო, რომელსაც გადაეცემა 1 ჰა მიწის ფართი. ეს გახლავთ, დიდ ლილოში, მეორე გახლავთ მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია , სადაც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება”,-აღნიშნა გიიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics