|
2017-01-23 16:30:50, 2802 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ფიიონი: საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-სა და ევროკავშირში ადგილი არ არის
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატის ფრანსუა ფიიონის განცხადებით, საქარველოსა და უკრაინისთვის ნატოში და ევროკავშირში ადგილი არ არის, - ამის შესახებ Le Monde იუწყება. "შეგახსენებთ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლა სურდა. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის განკუთვნილი არ არიან", - განაცხადა ფიიონმა. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულები სანქციების გამო გააკრიტიკა. მისივე თქმით, რუსეთს ბევრი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, თუმცა არა მხოლოდ მასზე. ფიონის შეფასებით, რუსეთთან სამხედრო მეტოქეობა დიდი შეცდომაა. "არის თუ არა დასავლეთი სანდო პარტნიორი? დასავლეთმა თავის დროზე რუსეთი ლივიის და კოსოვოს საკითხებში მოატყუა. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით", - განაცხადა ფიიონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)