|
2017-01-23 15:35:37, 2776 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი უფლებადამცველები დონალდ ტრამპს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან
ამერიკელ უფლებადამცველთა ლიბერალური ჯგუფები Citizens for Responsibility და Ethics in Washington (CREW) ამერიკის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, - ამის შესახებ Chicago Tribune იუწყება. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დონალდ ტრამპი ამერიკის კონსტიტუციას არღვევს და უცხო ქვეყნის მთავრობებისგან თანხას ღებულობს. მათივე თქმით, ტრამპი ქრთამსაც ღებულობს, რამაც შესაძლოა პრეზიდენტს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება აიძულოს. უფლებადამცველების შეფასებით, ეს ქვეყნის ინტერესებს ეწინააღდეგება. CREW იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის სასტუმროები და გოლფის ქსელი უცხო ქვეყნის მთავრობებისგან არ დაფინანსდება. ცნობისთვის, ტრამპის მრჩეველმა საგადასახადო საკითხებში შერი დილონმა განაცხადა, რომ ტრამპი ინაუგურაციამდე ყველა მის აქტივს ოჯახს და სხვა უფლებამოსილ პირებს გადააბარებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)