20:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:43:47, 1214 ნახვა

რეგიონი
6-9 აპრილს ბათუმში ოჯახის ექიმთა კონგრესი ჩატარდება

მიმდინარე წლის 6-9 აპრილს, ბათუმი, ოჯახის ექიმთა კონგრესს უმასპინძლებს.

მეექვსე საერთაშორისო კონგრესი - KAHEKON-2017, შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ოჯახის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ემერჯენსის ექიმები.

კონგრესი თურქეთის ოჯახის ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა სურმანიძესთან. მსგავსი კონგრესი ბათუმში გასული წლის სექტემბერშიც ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics