09:43 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 11:20:42, 1288 ნახვა

პოლიტიკა
კელი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი თანამშრომლობა გაგრძელდება

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება“,-ამის შესახებ  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯერ მხოლოდ 50 საათი გავიდა, რაც დონალდ ტრამპი ადმინისტრაციაშია. არ არის დამტკიცებული სახელმწიფო მდივანი, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის გაგრძელდება ძლიერი თანამშრომლობა. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გამოხატა მზადყოფნა ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკების ხელშეკრულების გაგრძელების, თუმცა სახელმწიფო მდივნის დანიშვნამდე ქვეყანის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი რთულია. საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი, მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამ საკითხის ადვოკატირებაში",- აღნიშნა  იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics