20:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 12:52:09, 926 ნახვა

რეგიონი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ათი წლის გახდა

20 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრმა საანგარიშო კონცერტი გამართა და 10 წლის იუბილე აღნიშნა.

ღონისძიებამ, რომელსაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ ანშლაგით ჩაიარა.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი აიპი 10 წელია აქტიურადაა ჩართული რაიონის კულტურულ ცხოვრებაში. ცენტრში ფუნქციონირებს ანსამბლები: „გურია“, „ამაღლება“, „მადნილი“, „ნართი“, სალოტბარო სტუდია, საესტრადო ჯგუფი „ჯინსების თაობა“, ვაჟთა ვოკალური ტრიო. ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ფერხული“, „ილეკრო“.

სახალხო თეატრი, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ კულტურის ცენტრმა აღადგინა და რომელმაც ბოლო წლებში არაერთი წარმატება მოუტანა მუნიციპალიტეტს.

მიუხედავადა იმისა, რომ წლების განმავლობაში ცენტრს არც შენობა გააჩნდა და არც სარეპეტიციო დარბაზი ჰქონდათ, აქ არსებულმა ანსამბლებმა წარმატებებს ქვეყნის გარეთაც მიაღწიეს. კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა მრავალი საერთაშორისო ფესტივალი მოიგეს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics