16:55 - 07 Jul, 2026
|
2017-01-21 11:33:19, 2762 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 217 ადამიანი დააკავეს
ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგო აქციაზე 217 ადამიანი დააკავეს-, ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, აქციაზე 6 სამართალდამცველი დაშავდა, რომელთაგან 2 საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „ანტიფაშისტურმა“ აქციამ დაძაბულობას მე-12 ქუჩაზე მიაღწია, სადაც აქტივისტებმა მოძრაობა გადაკეტეს და ლიმუზინს ცეცხლი წაუკიდეს. მომიტინგეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფეების შუშები ჩაამსხვრიეს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია თბილისის დროით 21:00 საათზე გუშინ გაიმართა. ის ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)