|
2017-01-19 16:03:14, 2787 ნახვა
მსოფლიო
თეირანში ხანძრის გამო შენობის ჩამონგრევის შედეგად 30-მდე მეხანძრე დაიღუპა - ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი
თეირანში სავაჭრო ცენტრ "პლასკოში" გაჩენილი ხანძრის გამო, შენობის ჩამონგრევის შედეგად, 30-მდე მეხანძრე დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ნანგრევებში შეიძლება 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 75 ადამიანი დაშავდა. უმეტესობამ მძიმე სახის დამწვრობები და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის არიან ცენტრის მუშაკები და მეხანძრეები. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ცნობისთვის, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შემთხვევის ადგილას ქალაქის მერი ბაღერ ღალიბაფი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ „პლასკოში“ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ხანძარი შენობის მეცხრე სართულიდან გავრცელდა. მოგვიანებით გაჩენილი ხანძრის გამო შენობა ჩამოინგრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)