06:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 15:17:20, 1389 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებისთვისაც ევროპული არჩევანი შეუქცევადია, მეტი უნდა იმუშაონ

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ნათლად ხედავს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ერთადერთი და შეუქცევადია, ამ იდეის პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი უნდა იმუშაოს.

ამის შესახებ მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ NDI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა. კერძოდ, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„ამ თემაზე ზოგადად კვლევების შესახებ პრეზიდენტს არაერთხელ გაუცია პასუხი და გაუმახვილებია ყურადღება. ეს შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომლისთვისაც ქვეყნის დასავლური გზა მნიშვნელოვანია და მათი სტრატეგიული მიზანი და ამოცანა გაცხადებულია. შესაბამისად, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ნათლად ხედავს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ერთადერთი და შეუქცევადია, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით, უნდა გააკეთოს უფრო მეტი, უფრო გააქტიურონ მუშაობა და მოახდინონ კონსოლიდირება ამ იდეის გარშემო“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics