21:48 - 08 Jul, 2026
|
2017-01-16 14:05:41, 2432 ნახვა
ეკონომიკა
2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა
2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11985 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2114 მილიონი აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9871 მილიონი აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7757 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. „აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მილიონ აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია“, - აცხადებენ სებ-ში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)