03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 15:51:51, 3691 ნახვა

მსოფლიო
ინტერპოლმა ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.

ინტერპოლის ოფიციალ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი სახელმწიფო თანხების  მითვისებასა და გაფლანგვაში ედება. 

მათივე ცნობით,  ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა უკრაინის სასამართლოს  მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, ინტერპოლს ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნის გამოცხადების თხოვნით უკრაინამ 2014 წლის მარტში მიმართა.

„ინტერპოლის სპეციალურმა საბჭობ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და უშიშროების საბჭოს მიერ, 2014 წლის მარტში გაგზავნილი ოფიციალური მიმართვა განიხილა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ინტერპოლმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე და უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა“,-ნათქვამია არსენი ავაკოვის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics