|
2017-01-16 11:52:49, 1263 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: ევროინტეგრაციის კუთხით, მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა". გამოკითხვის თანახმად, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით) მოსახლეობის ამ შეხედულებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ნაციონალური მოძრაობაა" - 72%-ით, "ქართული ოცნება" - 52%, 48% - არცერთი პარტია, 54%-მა - სხვა პარტიები დაასახელა, 47%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 46% - პასუხისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება საკითხის - საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარს იტყვის, გამოკითხულთა 38%-მა მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი - სხვა პარტიები დაასახელა. 33%-მა "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი, ხოლო 20% - "ნაციონალურ მოძრაობას", 31%-მა - პასუხისგან თავი შეიკავა, 28%-ი თვლის, რომ არცერთი პარტია არ დგას მოსახლეობის შეხედულებებთან ახლოს აღნიშნულ საკითხში, 22% კი კითხვაზე პასუხი არ იცის. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)