|
2017-01-13 14:19:50, 1254 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრები „გაზპრომის“ საკითხზე ენერგეტიკის მინისტრის მოწვევის და უმცირესობის ფორმატში მოსმენის თაობაზე შეთანხმდნენ. ამასთან, დეპუტატ სერგო რატიანის შეფასებით, გაზპრომთან შეთანხმება რუსულმა მხარემ მიაღწია და ხელშეკრულების ის ვერსიაა დადებული, რომელიც მას აწყობდა: „საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობს შეთანხმება ქართულ და რუსულ მხარეს შორის. გაზპრომთან შეთანხმება როგორც ჩანს, რუსულმა მხარემ მიაღწია დადადებულია შეთანხმების ის ვერსია, რომელიც აწყობდა რუსეთს.ეს შეთანხმება ეწინააღდმეგება „ნაციონალურ“ ინტერესებს.ის არის პრობლემური როგორც ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკურად წამგებიანი. ამას რუსული მხარე წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ფაქტობრივად რუსული მხარე გვაწვდიდა გაზსს, რაც ჩვენთვის მომგებიანი იყო. რუსულმა მხარემ მიაღწია იმას, რომ ამის შემდეგ გადაიხდის ფულად საფასურს. სწორედ ამის გამო, უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ კახი კალაძე , მან ამ შეთანხმების დეტალები უნდა განმარტოს“,-განაცხადა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის ნედლეულის ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულადი სახით მიღებას გულისხმობს. ძველი ხელშეკრულებით, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)