|
2017-01-11 16:09:04, 1786 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოსო ცინცაძე „გაზპრომზე“: საქართველოსთვის ეს აშკარად წამგებიანი გარიგებაა
„პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, დღესვე გამოვიდეს და მოსახლეობას აუხსნას, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა სოსო ცინცაძემ მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მიღებული შეთანხმება რომლის თანახმადაც, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. ექსპერტის შეფასებით, რუსეთისთვის ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე ეკონომიკური. „წმინდა ბიზნესის და ეკონომიკური ფაქტორის თვალსაზრისით, ეს საქართველოსთვის აშკარად წამგებიანი გარიგებაა. ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა თუ არ გააჩნდა, ნდობის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია დღესვე ოფიციალურად გამოვიდეს და მოსახლეობას აუხსნას, რომ აქ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პირადად მე გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს არის ელემენტარულად რუსეთთან ურთიერთობაში დაშვებული პოლიტიკური შეცდომების ეკონომიკური შედეგი. რუსეთისთვის პოლიტიკა და ეკონომიკა ერთი და იგივეა, აქ დიდი ზღვარი არ არის. ამიტომ რუსეთისთვის ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე ეკონომიკური, ვინაიდან, „გაზპრომისთვის“ ეს არის, „სემიჩკა“ როგორც რუსები ამბობენ. რუსეთში, „გაზპრომში“ მშვენივრად იციან, რომ ეს საქართველოსთვის წაგებაა და ეს არის დამსჯელი აქცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ქართული უუნარო დიპლომატიის ეკონომიკური შედეგი“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)