|
2017-01-11 11:50:21, 1812 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტარიელ ლონდარიძე: გადავწყვიტე მიხეილ სააკაშვილი დავტოვო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის როლია. ლონდარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიაში არსებული დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება ვერ შეძლო. „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლია , რომელმაც ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. დრო გაივლის, ვნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და დასკვნებს გამოიტანს, მეკი გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ დადგება კვლავაც გაერთიანების დრო. ყველას დიდი მადლობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციებისა ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გისურვებთ გამარჯვებას, თქვენ ფრონტის ერთი ფლანგიდან და ჩვენ მეორე ფლანგიდან“,-წერს ლონდარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)