|
2017-01-11 10:31:23, 1296 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების არსებობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე და მათი რეალიზაციის პროცესში მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გააქტიურების აუცილებლობას. ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობა. მიხეილ ჯანელიძემ დაგმო უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები და სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის მიმართ. თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და ნატო-ს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ეფექტური განხორციელების მიმართულებით თურქეთის მიერ გაწეული კონტრიბუციისთვის.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)