02:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 14:27:10, 1286 ნახვა

პოლიტიკა
სოფიო კილაძე: იმედი მაქვს, პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის გამოსვლა კონსტრუქციული იქნება

ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, წინასწარ ვერ ისაუბრებს იმის შესახებ, თუ  რა საკითხებზე გაამახვილებს პრეზიდენტი ყურადღებას პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა კონსტრუქციული იქნება.

კილაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მხრიდან ობიექტურობა შენარჩუნდეს.

„წინასწარ ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი და როგორი იქნება მისი გამოსვლა. უმრავლესობის მხრიდან არის ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა შეთავაზებული და  ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის ღია ვართ. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ იმ მიზნებს,  რომლებიც ყველას ერთად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის გამოსვლა იქნება კონსტრუქციული, თუმცა ეს არ გამორიცხავს კრიტიკულ მოსაზრებებს, მაგრამ ზოგადად ის, რომ ობიექტურობა იყოს მისი მხრიდან შენარჩუნებული, მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა  კილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics