|
2017-01-09 15:42:00, 1358 ნახვა
პოლიტიკა
ხულოში „ნაცმოძრაობის“ ოფისის კარი ჩაკეტეს - 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის დელეგატები ღია ცის ქვეშ აირჩიეს
ხულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი, სადაც რაიონული კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ჩაკეტა. კახა დეკანაძის განმარტებით, კონფერენცია არალეგიტიმური იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი სერგო რატიანს დაუკავშირდა, თუმცა ოფისში შესვლა მაინც ვერ შეძლეს. ამიტომ, 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის დელეგატები შენობის გარეთ აირჩიეს. „გამოვიდნენ ყველა სამართლებრივი ფორმიდან. პარტიის წევრებს, პარტიის ოფისში არ უშვებენ. ეს არავის კაბინეტი არაა. შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ მივიდნენ. გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვართ, ვართ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოსული მოსახლეობასთან შესახვედრად“,-აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)