|
2017-01-06 14:53:25, 2332 ნახვა
კომენტარი
მაღლაფერიძე: არ გამოვრიცხავ საზმაუზე ჟურნალისტები GDS-დანაც გადმოვიდნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებელზე მისი მთავარი საყრდენი იქ მომუშავე ჟურნალისტები იქნებიან. ამასთან, მაღლაფერიძეს თქმით, ის საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ჟურნალისტები სხვადასხვა ტელევიზიიდან გადავიდნენ. "საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი სტრატეგია. ჟურნალისტები საქართელოში მუდმივად განიცდიან როტაციას. განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ ნებისმიერი ტელევიზიიდან შეუძლია გადმოვიდეს აქ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ნებისმიერ ტელევიზიაში შეიძლება გადავიდნენ. თუმცა, ჩემი ძირითადი საყრდენი იქნებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს GDS, იმედი, ან სხვა", - განაცხადა მაღლაფერიძემ. ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ყოფილი მთავარი პროდიუსერია. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)