|
2017-01-06 09:36:18, 1214 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა
„პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას, თუმცა მიაჩნია, რომ რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში უნდა გატარდეს",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს მთელ რიგ ცვლილებებს ზოგადი განათლების სისტემაში. "მანამდეც და ახლაც აღვნიშნავთ - მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა უნდა გატარდეს ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში. ეს სულისკვეთება კი, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები თანასწორნი არიან კანონის წინაშე და რომ ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე", - განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, როგორ ჩამოყალიბდება განათლების პოლიტიკის გარკვეული წახნაგები ეს განათლების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის პრეროგატივას განეკუთვნება. „ჩვენ აღვნიშნეთ ამ პროცესის დასაწყისში და მომავალშიც გავამახვილებთ იმაზე ყურადღებას, რომ განათლების პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ძირითად კონსტიტუციურ ფასეულობებს - ეს არის თანასწორობა, რათა ყველა ბავშვს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან განათლებაზე", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)