|
2017-01-04 17:13:28, 1664 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტთან. როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში და ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ვიქტორ დოლიძემ განიხილა 2017 წელს ნატოს სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯასტინ მაკენზი სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. (NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)