|
2017-01-03 11:08:24, 1593 ნახვა
პოლიტიკა
მაკკეინი: სიტყვებით ვერ აღვწერ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ვიმყოფები
„სიტყვებით ვერ აღვწერ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვიმყოფები“,-ამის შესახებ ტექნოპარკში ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით საქართველოს ეკონომიკის მომავალს საფუძველი ეყრება. "დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, რომ აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ,"-განაცხადა ჯონ მაკკეინმა. თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები– ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)