|
2016-12-29 15:57:41, 2202 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელსაც გაგრძელდება
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2017 წელსაც გრძელდება, - ამის შესახებ 29 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით განიხილეს რამდენიმე ცვლილება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით პროგრამაში განხორციელდება. ცვლილებების პროექტი მთავრობის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარუდგინა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო ეფექტური და მეტად ორიენტირებული გახდება ადგილობრივი ბიზნესის მოთხოვნებზე და ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე. როგორც სხდომაზე ითქვა, 2017 წლიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იმისთვის, რომ პროგრამის ბენეფიციარებმა თავიდან აირიდონ კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული რისკები. სახელმწიფოს მხრიდან სესხის პროცენტის თანადაფინასება რჩება იგივე და განსაზღვრულია წლიური 10%-ის ოდენობით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეწარმისთვის პროგრამით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება რამდენიმე კრედიტის აღება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეწარმეებისთვის უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით ასევე ცვლილება შედის კრედიტის უზრუნველყოფის ნაწილში - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უზრუნველყოფაში მონაწილეობის ზედა ზღვარი იზრდება და ნაცვლად 600 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრება 2 500 000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გაგრძელდება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა) მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო აქტივობების ხელშეწყობას. “სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში, რასაც მოწმობს დღეის მდგომარეობით არსებული სტატისტიკაც: ა) პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულია 214 საწარმოს პროექტი, რომელთა მიერ განსახორციელებელი საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღემატება 478 მლნ. ლარს. ბ) პროგრამის წარმატებული ფუნქციონირების შედეგად მოხდა ქვეყნის ეკონომიკის რეალურ სექტორში 250 მლნ. ლარზე მეტი კომერციული სესხის გაცემის სტიმულირება. გ) შემდეგი 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული კომპანიები შექმნიან 10 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
(NS)
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)